17 მაისს, ჩეჩნეთის თავკაცმა მთავრობა დაითხოვა. ამის შესახებ მან ქვეყნის პრემიერ-მინისტრებთან შეხვედრისას განაცხადა. ”ჩვენს წინაშე წამოიჭრა ახალი ამოცანები და პრობლემები. შესაბამისად, მათ გადასაჭრელად საჭიროა ახალი მიდგომები, სტრატეგია და ტაქტიკა. ამ ამოცანების ეფექტურად გადაჭრისათვის აუცილებელია ცვლილებების განხორციელება მთავრობის შემადგენლობაში,” ნათქვამია კადიროვის განცხადებაში...
დაღესტანის დედაქალაქ მახაჩკალაში 3 მაისს, უკანასკნელი წლების განმავლობაში ერთ–ერთი ყველაზე მასშტაბური ტერაქტი განხორციელდა. ქალაქის შესასვლელში განთავსებულ სამართალდამცავების ბლოკ–საგუშაგოსთან დანაღმულ ავტომობილში თავი თვითმკვლელმა ტერორისტმა აიფეთქა. აფეთქების სიმძლავრე რამდენიმე ათეული კილოგრამი ტროტილის ეკვივალენტური იყო რასაც დიდი ნგრევა და მსხვერპლი მოჰყვა, 20 წუთის მოგვიანებით იმავე ადგილას მეორე ავტომობილში დამონტაჟებული ბომბიც ამოქმედდა...
,,სორ”-ის საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებული ხანგრძლივი ბატალიები, 19 აპრილს, ყოფილი ჩეკისტის, ლეონიდ თიბილოვის ინაუგურაციით დასრულდა. ლ. თიბილოვის გაპრეზიდენტების პირველი შედეგია როქი - ედუარდ კოკოითი მოსკოვში გადავიდა, ჯამბოლათ თედეევი ცხინვალში დაბრუნდა. მათი ამალის წევრებზე ინფორმაციას, პროცესების განვითარებასთან ერთად თანდათან გაიგებს დაინტერსებული საზოგადოება, ცხინვალში განხორციელებული თანამდებობრივი დანიშვნებით, აღძრული სისიხლის სამართლის საქმეებით და მოსკოვში ჩამოყალიბებული ,,ოპოზიციური ჯგუფის” შემადგენლობით ...
ვლადიმერ პუტინის 10- წლიანი მმართველობის პერიოდი რუსეთში კორუფციის დონის მატებასთან ასოცირდება. გავლენიანი საერთაშორისო ორგანიზაციის ’’Transparency International’’–ის მონაცემებით კორუფციის დონით რუსეთი 178 ქვეყანას შორის 154 ადგილზეა, კონგოსა და გვინეა–ბისაუს გვერდით. აღსანიშნავია, რომ მაშინ როდესაც, მთავრობაში არსებული კორუფციით აღშფოთებულმა ეგვიპტის მოსახლეობამ, მუბარაქი ხელისუფლებას ჩამოაშორა, ეგვიპტე კორუფციის დონით 98-ე ადგილზე იყო...
მიმდინარე წლის მარტში საქართველოს დედაქალაქს ყაბარდო–ბალყარეთში მოქმედი ორგანიზაცია „ხასეს“ თავმჯდომარე და ჩრდილო კავკასიაში ერთ–ერთი ყველაზე ცნობილი საზოგადო მოღვაწე იბრაგიმ იაგანოვი ესტუმრა. ვიზიტის მთავარი მასპინძელი თბილისში ახლახანს დაარსებული „ჩერქეზული კულტურის ცენტრი“ და მისი ხელმძღვანელი ანდრო გაბისონია იყვნენ...
სირიაში მთავრობასა და ოპოზიციურ ძალებს შორის შეიარაღებული დაპირისპირება უკვე წელიწადზე მეტია გრძელდება. ჯერ-ჯერობით შედეგი არ მოჰყოლია საერთაშორისო საზოგადოების მცდელობას - მიაღწიოს ცეცხლის შეწყვეტას და მოწინააღმდეგეთა დაშორებას. როგორც აღმოჩნდა, მოვლენების ამგვარ განვითარებას არავინ ელოდა. კონფლიქტის დასაწყისში (რომელიც ”არაბული გაზაფხულის” ჯაჭვის ერთ-ერთ შემადგენელ რგოლად აღიქმება) ექსპერტთა უმეტესობა ვარაუდობდა...
აფხაზეთის ხელისუფლებამ ქართული ისტორიული ძეგლების - ილორის წმინდა გიორგისა და ბედიის ეკლესია-მონასტრების „აღდგენა“ გადაწყვიტა.
მათ შორის, ილორის წმინდა გიორგის ეკლესიას გარკვეული სარემონტო სამუშაოები უკვე აქვს ჩატარებული, რამაც მისი მკვეთრი სახეცვლილება გამოიწვია. ერთნავიან უგუმბათო ნაგებობას თავზე დაედგა რუსული ე.წ ხახვისთავიანი გუმბათი, გადაიღება აღმოსავლეთ ფასადზე განთავსებული მნიშვნელოვანი ქართული წარწერები...
სომხეთ–ირანის ურთიერთობები ყოველთვის კეთილმეზობლური და ურთიერთსიმპათიებით იყო განმსჭვალული. ამ ორ ქვეყანას არა მარტო გეოგრაფიული სიახლოვე არამედ, მრავალსაუკუნოვანი ისტორიული და კულტურული ტრადიციები გააჩნიათ.
მეზობელი აზერბაიჯანისაგან განსხვავებით, ირანს სომხეთთან ტერიტორიალური პრეტენზიები არასოდეს ჰქონია, ხოლო საკმაოდ მრავალრიცხოვანი სომხური დიასპორის არსებობა...
20 წელი გავიდა მას შემდეგ რაც სსრკ დაიშალა, თუმცა ეს პერიოდი საკმარისი არ აღმოჩნდა რუსეთისათვის და მისი ლიდერებისათვის, რათა დაეოკებინათ ის სურვილი, რომელსაც ამ დიდი, „ბოროტების იმპერიის“ რეინკარნაცია ჰქვია. ჯერ კიდევ ელცინის მმართველობის პერიოდში იყო მცდელობა „დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის“ ფორმატში საბჭოთა კავშირის აღდგენისა, თუმცა ცდამ შედეგი ვერ გამოიღო...
რუსეთში პერიოდულად მიმდინარე მასობრივმა საპროტესტო აქციებმა, რომელიც 4 დეკემბერს სახელმწიფო დუმის არჩევნების შემდგომ დაიწყო, იმდენად შეაშინა კრემლის მმართველი ელიტა, რომ საკუთარი ბელადის გადასარჩენად მის ხელთ არსებული პროპაგანდისტულ-რეპრესიული მანქანა სრული დატვირთვით აამუშავა. „ალფა-მამრად“ წოდებულმა ვლადიმერ ვლადიმეროვიჩმა, როგორც ჩანს ძალზედ მტკივნეულად განიცადა ის ფაქტი..
| 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 | 31 |
თურქეთ-რუსეთის ურთიერთობა ახალ რელსებზე გადავიდა [30-03-2010 / 16:07]
აღიარებს საქართველო გენოციდს? ჩერქეზთა ახდენილი ოცნება [02-02-2010 / 18:44]
ოკუპაცია რუსულად, ვინ იქნება შემდეგი? [18-01-2011 / 14:32]
ჩრდილოეთ კავკასია - იმედგაცრუების ერთი წელი [02-11-2010 / 11:56]
პირდაპირი დიალოგი ირანის ოთხი პირობით [06-10-2009 / 14:56]
მოპოვებული თავისუფლება თუ გაჩუქებული სუვერენიტეტი [17-09-2011 / 13:27]
ჩრდილოკავკასიის არასტაბილურობის მთავარი მიზეზი [21-01-2012 / 12:56]
სოჭის ოლიმპიადა ჩავარდნის პირას [17-03-2010 / 12:36]
თურქეთის საგარეო პოლიტიკა - არჩევანის წინაშე [24-04-2010 / 13:32]
აფხაზეთში პოლიტიკური პროტესტი მწიფდება







